ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
09 თებერვალი 2023
 

ბათუმის საკრებულოში ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით შესატანი ცვლილებები განიხილეს.
პროექტის მიხედვით, იზრდება გარკვეულ ქვეპროგრამათა დაფინანსება ბენეფიციართა მომართვიანობის გათვალისწინებით. კერძოდ, მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა იზრდება 9 ათასი ლარით, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება – 106 800 ლარით, ქვეპროგრამა ,,დროებითი ღამის თავშესაფრი“ – 12 300 ლარით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის ქვეპროგრამა, რომელიც მიუსაფარი ბავშვების მხარდაჭერას ითვალისწინებს – 5000 ლარით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასისტენტით მომსახურების ქვეპროგრამა – 74 000 ლარით.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი ცვლილებების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა 13 თებერვალს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 693
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები