ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული თანასწორობის საბჭო
09 დეკემბერი 2022
 

ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭომ დღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი ნარინჯისფერი კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი აქტივობა განახორციელა.
საბჭოს წევრებმა ქალაქის 10 საჯარო სკოლაში საინფორმაციო კამპანია აწარმოეს და მოსწავლეებს ინფორმაცია ნარინჯისფერი კამპანიის შესახებ მიაწოდეს, რომელიც მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
როგორც ცნობილია, საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით, კვლავ გამოწვევად რჩება შემთხვევათა დროული გამოვლენა და ეფექტური რეაგირება, რაც ძალადობის უკიდურესი ფორმის, ფემიციდის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს.
საინფორმაციო შეხვედრები, რომელშიც ქალაქის 1, 2, 3, 4, 7, 9, 11, 14, 20, 29 სკოლები იყო ჩართული კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, საკმაოდ მაღალი იყო ახალგაზრდების დაინტერესება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა მოსწავლეების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს, საინფორმაციო ბარათები დაურიგეს და უახლოეს პერიოდში მათთან ერთად მორიგი სამუშაო შეხვედრები დაგეგმეს.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 850
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები