ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული თანასწორობის საბჭო
25 ნოემბერი 2022
 

ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება 16–დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.
საბჭოს წევრებმა დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საჭადრაკო კლუბ "ნონას" და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, 16–დღიანი კამპანიის ფარგლებში გასახორციელებელი აქტივობების პრეზენტაცია გამართეს და ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით, კვლავ გამოწვევად რჩება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კამპანიის ფარგლებში, არაერთი თემატური ღონისძიება გაიმართება, თუმცა ყველა ღონისძიებას ერთიანი გზავნილი ექნება: ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, მსხვერპლთა მხარდაჭერა და მოძალადეთა დასჯა.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 808
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები