ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
22 ნოემბერი 2022
 

საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს.
დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბიუჯეტის პროექტში ასახული პროგრამები და ქვეპროგრამები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 275,400.0 ათას ლარს შეადგენს, მათ შორის:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება 119,982.3 ათასი ლარით დაფინანსდება:
კერძოდ:
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება – 35,893 ათასი ლარი;
სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარება – 30,139.5 ათასი ლარი;
საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 13,324.7 ათასი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი – 30,028.3 ათასი ლარი;
მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა – 822.3 ათასი ლარი;
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და მართვა – 7,174.5 ათასი ლარი;
ქალაქის კეთილმოწყობა – 2,599.8 ათასი ლარი.
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 9,622.6 ათასი ლარი დაიხარჯება;
მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოვლაპატრონობაზე – 2,740.7 ათასი ლარი;
საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობასა და კაპიტალურ რეაბილიტაციაზე – 8,061.3 ათასი ლარი;
ქალაქის ურბანული განვითარება 1,125.7 ათასი ლარით დაფინანსდება, მათ შორის, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენა – 1,115.7 ათასი ლარით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა – 10.0 ათასი ლარით.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და კულტურის ობიექტების რეაბილიტაციისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 2,083.2 ათასი ლარია გათვალისწინებული.
კომისიის სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, პრიორიტეტების დოკუმენტთან ერთად, საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, დარგობრივ კომისებში განხილვის შემდგომ, პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელი დასკვნა, შენიშვნების გათვალისწინებით, წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს, შენიშვნებითურთ, უკან დაუბრუნებს ქალაქ ბათუმის მერს. თავის მხრივ, ქალაქ ბათუმის მერი ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს საკრებულოს დასამტკიცებლად არა უგვიანეს 10 დეკემბრამდე წარუდგენს.
ბათუმის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1008
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები