ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ვალერი მოქერიას ვარსკვლავის გახსნა
21 ნოემბერი 2022
 

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ დღეს ბათუმის საპატიო მოქალაქის, ცნობილი დიპლომატის, ხელოვანისა და საზოგადო მოღვაწის ვალერი მოქერიას ვარსკვლავი გაიხსნა.
ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და ხელოვანები ესწრებოდნენ.
ვალერი მოქერია საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხში შეტანილი წვლილისა და ქველმოქმედებისთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა კავშირმა კი მას ცეკვის რაინდის წოდება მიანიჭა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 880
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები