ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმში კიდევ ერთი ახალი ბაგა- ბაღი გაიხსნა
04 ოქტომბერი 2022
 

დღეს ბათუმში კიდევ ერთი ახალი ბაგა- ბაღი გაიხსნა, სკოლამდელი დაწესებულება 175 აღსაზრდელზეა განკუთვნილი.
ღონისძიებების ფარგლებში აშენდა ახალი შენობა, შესრულდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მოეწყო სახანძრო სიგნალიზაციის და ვიდეოგადაღების ქსელები, ასევე მოეწყო გათბობის, წყალ-კანალიზაციის სისტემა და საქვაბე ოთახი. შენობაში აგრეთვე, დამონტაჟდა ლიფტი და კეთილმოეწყო ეზო. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 2 063 514 ლარი.
ახალი საბავშვო ბაღის საზეიმო გახსნის ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქის მერთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 916
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები