ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
28 სექტემბერი 2022
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის გიორგი კვესიტაძის კორესპონდენცია განიხილეს, რომლითაც ავტორი ქ. ბათუმში, ძმები ზუბალაშვილების ქ. N36–ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, გამოჩენილი ქართველი გეოფიზიკოსის, მეცნიერის, რომის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის პეტრე მანჯგალაძის მემორიალური დაფის განთავსებას ითხოვს.
კომისიის წევრებმა აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 956
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები