ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჟესტური ენების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება
26 სექტემბერი 2022
 

ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები - ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური და ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი თეა ჯანჯღავა - დღეს ბათუმში, საქართველოს ყრუთა კავშირის აჭარის ადგილობრივი ოფისის მიერ ორგანიზებულ ჟესტური ენების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ყრუთა კავშირის ადგილობრივ ორგანიზაციაში გაიმართა, მონაწილეებმა ისაუბრეს ჟესტური ენების საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, თარჯიმნების რაოდენობის ზრდის საჭიროებაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ყრუთა კავშირში ჟესტური გაკვეთილების დაფინანსების საკითხზე.
დღევანდელ შეხვედრაზე
სმენის არმქონე პირების გამოწვევებსა და ბარიერებზე ისაუბრა ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პალინა ჯაღათაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ყრუთა კავშირის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები, მშობლები და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 878
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები