ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში ,,ბათუმის დღეები“ აღინიშნება
24 სექტემბერი 2022
 

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში ,,ბათუმის დღეების'' ფარგლებში აჭარის დელეგაციის ვიზიტი, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, დასრულდა.
ვიზიტის მეორე დღეს ღონისძიება გაიმართა ტრაპიზონის ტურიზმის დეპარტამენტში, რომელშიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე მონაწილეობდნენ თურქეთის ტურიზმის ასოციაციისა და გიდების ასოციაციის წარმომადგენლები.
გულთბილი შეხვედრა გაიმართა აჭარის დელეგაციის წევრებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და ურთიერთმხარდაჭერას.
,,ბათუმის დღეების'' ფარგლებში ტურიზმის დეპარტამენტში მოეწყო გამოფენა და გაიხსნა აჭარული კუთხე, რომელზეც ნახატები, ქართული სამოსი, ქართული ინსტრუმენტები და ქართული პროდუქცია იყო წარმოდგენილი.
,,ბათუმის დღეები'' ტრაპიზონში გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბათუმი" და ბათუმის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი'' მონაწილეობდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 832
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები