ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს ბიუროს სხდომა
22 სექტემბერი 2022
 

დღეს ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა მორიგი სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრეს, რომელიც მიმდინარე წლის 29 სექტემბერს გაიმართება.
სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული ცხრა საკითხი განიხილეს. მორიგ სხდომაზე, საკრებულოს წევრები ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე საგზაო მოძრაობის წესების, ასევე ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 da M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ დადგენილების და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების 1კვ.მ-ის საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ განკარგულების პროექტებზე იმსჯელებენ.
მორიგ სხდომაზე, ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივის (CFCI) განხორციელების 2022-2025 წლების სტრატეგიისა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტსაც მიიღებენ.
ბიუროს სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 834
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები