ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა
27 სექტემბერი 2022
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოს წევრები, ხელისუფლებისა და საზოგადების წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა პატივისცემის ნიშნად ბათუმში, თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირთა სკვერში, შეიკრიბნენ და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში ორ მხარეს შორის 27 ივლისს დაიდო. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 11 დღე, 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
ქალაქის აღების შემდეგ სეპარატისტთა მებრძოლებმა ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.
ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთის ომში 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 000 ადამიანი კი დევნილად იქცა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 853
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები