ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბიუროს სხდომა
19 აგვისტო 2022
 

ბათუმის საკრებულოში დღის ბოლოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც 22 აგვისტოს ჩანიშნული მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს.
მორიგ სხდომაზე, საკრებულო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი უძრავი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურს განსაზღვრავს, ასევე ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების (განაშენიანების) გეგმას დამტკიცებს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახე განკარგულების პროექტზე იმსჯელებს.
22 აგვისტოს დაგეგმილ სხდომაზე მემორიალური დაფების განთავსების საკითხსაც განიხილავენ, რომლებიც ბათუმში დემეტრე თავდადებულის ქ. N-33-ში და 26 მაისის ქ. N-45 -ში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე განთავსდება.
ბიუროს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 965
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები