ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
19 აგვისტო 2022
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების (განაშენიანების) გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, პროექტზე მუშაობა სსიპ ბათუმის ბულვარმა 2022 წლის თებერვალში დაასრულა, იგი მოიცავს სამ ნაწილს: კვლევით ნაწილს, განაშენიანების გეგმას და დამხმარე სახელმძღვანელო დოკუმენტს - გზამკვლევს (გაიდლაინს). აღნიშნული პროექტის მიღების მთავარი მიზანი იყო ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავება და განაშენიანების გეგმის დოკუმენტის მომზადება მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებით.
როგორც კომისიაზე ითქვა, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ტექნიკური დავალების შემუშავებისა და მიღების ეტაპზე ჩართული იყო არასამთავრობო და სამთავრობო უწყებებისგან შემდგარი კომისია.
დღესვე კომისიამ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახე განკარგულების პროექტზეც იმსჯელა, პროექტის მიხედვით გეგმარებით ერთეულზე დაგეგმილია სასტუმროს დანიშნულების მრავალსართულიანი შენობების განთავსება. აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს განაშენიანების გამჭიდროებას - განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდას კ2=16,0-მდე, რაც „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საჭიროებს განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებას.
დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს, სხდომას კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 997
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები