ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
18 აგვისტო 2022
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარემ ლევან ცხოიძემ კოლეგებს ორი ახალი მემორიალური დაფის შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქ. N -45-ში და დემეტრე თავდადებული ქ. N-33-ში არსებულ საცხოვრებელ სახლებზე განთავსდება.
კომისიის გადაწყვეტილებით, მალე ბათუმში, დემეტრე თავდადებული ქ. N-33-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ცნობილი ტრავმატოლოგ-ორთოპედის, ასევე მრავალი გამოგონების ავტორისა და სპორტის ოსტატის დურსუნ ჩერქეს-ზადეს მემორიალური დაფა განთავსდება.
ხოლო, 26 მაისის ქ.N-45-ში არსებულ სახლზე თორნიკე კიპაროიძის მემორიალური დაფა. 25 წლის თორნიკე კიპაროიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბათუმის განყოფილების თანამშრომელი იყო, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. იგი მუშაობდა სახანძრო,სამაშველო ძალებში და დაჯილდოებულია მედლით-სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის.
კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ საკითხებს, საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და მათი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს. საკრებულოს მორიგი სხდომა 22 აგვისტოს 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1014
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები