2022 წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის /ნინოშვილის ქ.32/35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა)
ინფრასტრუქტურული სამუშაოები
17 ივნისი 2022
ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე დღეს, ქალაქის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა.
სამუშაოებს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს კონტრაქტორი კომპანია „ბონდი 2005" ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 600 ათას ლარს აღემატება.
მნახველთა რაოდენობა: 68
ბმულები