ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დაადგინა
17 ივნისი 2022
 

საკრებულომ დაადგინა ქალაქ ბათუმში სახელმწიფოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიწის ნორმატულ ფასს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოები - საკრებულოები.
საკრებულომ მიწის ნორმატიული ფასის დადგენასთან ერთად, დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების ტექსტური ნაწილი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების გრაფიკული ნაწილი.
ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა მიენიჭა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირების გრაფიკულ ნაწილს.
დადგენილება ამოქმედდება გამოქვეყნებისათანავე.
დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ცხადდება „სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №3 დადგენილება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1058
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები