ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის საკრებულომ ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური განსაზღვრა
17 ივნისი 2022
 

ბათუმის საკრებულომ „ბათუმის ცენტრალური პარკის“ ტერიტორიაზე მდებარე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური განსაზღვრა.
განკარგულების პროექტის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ,,ბათუმის ცენტრალურ პარკში“ სხვადასხვა ლოკაციაზე სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, სხვადასხვა დანიშნულების საქმიანობის განხორცილების მიზნით (ატრაქციონები, ჯიხური და ა.შ), განკარგული აქვს მიწის ნაკვეთები, რომელთაც ხელშეკრულებების ნაწილს დღეის მდგომარეობით ვადა გაუვიდა. წარმოდგენილია მოთხოვნები ამავე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, საჭირო გახდა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის საწყისი სარგებლობის საფასურის განსაზღვრა. წინა ხელშეკრულებებით განსაზღვრული სარგებლობის საფასურის ანალიზიდან (შედარებიდან) გამომდინარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ,,ბათუმის ცენტრალური პარკის“ ტერიტორიაზე მდებარე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 200 ლარით განსაზღვრა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 945
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები