ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ცვლილება დადგენილებაში
17 ივნისი 2022
 

დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულომ ცვლილება შეიტანა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №5 დადგენილებაში და დადგენილების მოქმედების ვადა 2025 წლის პირველ აპრილამდე განსაზღვრა.
საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნული ცვლილების შეტანა განპირობებულია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მარტის №122–ე დადგენილებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, რომლითაც M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ 2025 წლის 1 აპრილამდე განისაზღვრა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 914
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები