ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ცვლილება საკრებულოს საშტატო ნუსხაში
17 ივნისი 2022
 

საკრებულომ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილება შეიტანა.
აღნიშნული ცვლილების მიღება განაპირობა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის რაოდენობის შემცირებამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობისა და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის ზრდამ.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებით, დადგენილების საშტატო ერთეულში ფრაქციის თავმჯდომარის რაოდენობა ნაცვლად 5 ერთეულისა განისაზღვრა 3 ერთეულით, ასევე, დადგენილების საშტატო ერთეულს დაემატა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის საშტატო ერთეული კი ნაცვლად 5 -სა განისაზღვრა 10 ერთეულით.
საკრებულომ, ასევე, დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი.
საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა არ აღემატება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და ანაზღაურდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თვეში არა უმეტეს 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარისა.
საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯები აუნაზღაურდება მის მიერ ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრების, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის პროპორციულად.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 840
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები