ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
16 ივნისი 2022
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე განიხილეს ის ცვლილებები, რომელთა შეტანაც იგეგმება ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების სქემაში.
ასევე, იმსჯელეს ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების გეგმის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის შესახებ და მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით საცხოვრებელი ბინების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
კომისიამ მოისმინა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომელიც კომისიის წევრებს მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ გააცნო.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის დებულების დამტკიცების საკითხი.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების 17 ივნისის საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1478
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები