ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
16 ივნისი 2022
 

ბათუმის საკრებულოში ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს, რომელიც კომისიას მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფო მიქელაძემ წარუდგინა.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს, საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ დღის წესრიგით გათვალისწინებული დადგენილების პროექტი და საკრებულოს სხდომაზე მის განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომა ხვალ, 17 ივნისს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1469
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები