ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
სპორტული ფესტივალის გახსნა
12 ივნისი 2022
 

ბათუმის საკრებულოს თამჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თამჯდომარე ლევან ცხოძე, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში სპორტული ფესტივალის გახსნას დაესწრნენ.
სპორტული ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ფრენბურთში, ხელბურთსა და მხიარულ სტარტებში შეეჯიბრნენ. ღონისძიებაში ბათუმის მე-3, მე-7, მე-20 საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა „21-ე საუკუნის“ ქართველი და უკრაინელი მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ფესტივალი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გახსნეს.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის, ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 877
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები