2025 წლის 31 მარტს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები
03 ივნისი 2022
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ და ბათუმის ვიცე–მერმა ლევან დავითაძემ ზედაღელის ქუჩაზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნული სამუშაოები ბათუმის ტერიტორიაზე 80–ამდე მისამართზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ეწყობა ფერდსამაგრი კედლები.
პროექტის ღირებულება 4 მლნ 700 ათას ლარს აღემატება და იგი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
მნახველთა რაოდენობა: 2035
ბმულები