ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კონფერენცია
02 ივნისი 2022
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი თვდგირიძე გარემოს დაცვით და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციას დაესწრნენ.

კონფერენცია, გერმანიისა და ქართული მხარის თანამშრომლობის ფარგლებში, ,,სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის ასოციიაციის“ და ააიპ ,,ბიზნეს საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს შრომისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასთან და კვალიფიკაციის საჭიროებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, პროფესიული განათლებისა და დასაქმების სექტორში არსებულ პრობლემებსა და შესაძლებლობებზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობისთვის ერთობლივი მიდგომის აუცილებლობის შესახებ.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს წევრი თეონა ბერიძე, ბათუმის ვიცე–მერი ლევან დავითაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, გერმანიის თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ლიდია ქრისტმანი, ,,სამუშო ადგილზე უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სფეროს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი კარჰაინც კალენბერგი და ააიპ ,,ბიზნეს საქართველოს“ პრეზიდენტი მიშა კორძაია.
კონფერენციის დასასრულს ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს შრომის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის და მათი გაუმჯობებსების შესახებ აჭარის რეგიონში.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1073
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები