ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
01 ივნისი 2022
 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე სარეაბილიტაციო ცენტრ ,,თანას“ ბენეფიციარებს ეწვივნენ და ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს.
რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, დღეს ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისთვის სახელმწიფოს მხრიდან მყარი და მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძვლებია შექმნილი: „უზრუნველყოფილია ბავშვთა დაცვის მექანიზმები და გარანტიები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლებას იზრდებოდეს ოჯახში, დაცული იყოს ძალადობის ყველა ფორმისგან, მიუწვდებოდეს ხელი ინკლუზიურ განათლებასა და ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზე. ამავდროულად, ჩვენ ვფიქრობთ იმ ბავშვებზე, რომლებიც ჩვენგან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ. სარეაბილიტაციო ცენტრი ,,თანა“ წლების განმავლობაში სწორედ ამ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. მათი ძალისხმევით უამრავმა ბენეფიციარმა შეძლო რეაბილიტაცია და მოახერხა საზოგადოებაში ინტეგრირება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს იმ სითბოსა და სიკეთისთვის, რომელსაც ცენტრის ბენეფიციარების მიმართ იჩენენ. ჩვენი მხრიდან, იცით, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტს ბავშვთა რეაბილიტაციისა და განვითარების არა ერთი პროგრამა აქვს შემუშავებული და მათი გაუმჯობესების კუთხით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“.
სარეაბილიტაციო ცენტრში გამართულ ღონისძიებას, ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენეიშვილი და თურქეთის ვიცე–კონსული თურან ოღუზჰან გონულთაშიც დაესწრო. ცენტრის პატარა ბენეფიციარებმა ბავშვთა დღის აღსანიშნავად და სტუმრების პატივსაცემად სახელდახელო კონცერტი გამართეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1318
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები