ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
01 ივნისი 2022
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, პირველი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე და განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან ერთად, დღეს ბათუმის სპორტულ ცენტრში გამართულ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიებაზე ცენტრის მოციგურავეებმა, უკრაინელ სპორტსმენებთან ერთად, საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული გასართობი შოუპროგრამა წარმოადგინეს.
ყინულის მოედანზე შესრულებული საცეკვაო ნომრებისა და კომპოზიციების პარალელურად, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ მათთვის საყვარელ ზღაპრის გმირებსა და ანიმატორებს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1070
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები