ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროქტის განხილვა საკრებულოში
19 ნოემბერი 2021
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ქალაქის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 252,547,400 ლარს შეადგენს.
პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად, პრიორიტეტების მიხედვით, ასიგნებები გადანაწილდა შემდეგნაირად:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 107,373,300 ლარი;
ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 21,422,400 ლარი;
განათლება - 26,792,300 ლარი;
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 11,821,600 ლარი;
ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 18,408,600 ლარი;
ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 2,260,000 ლარი;
მუნიციპალური სერვისების განვითარება - 7,906,700 ლარი.
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 15 ნოემბერს შემოვიდა.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, უკვე განიხილეს საკრებულოს დარგობრივმა კომისიებმა და შესაბამისი დასკვნები წარუდგინეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას. კომისიის თავმჯდომარე დღეს გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შემუშავებულ შემაჯამებელ დასკვნასა და მერისთვის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გასაგზავნი წერილის პროექტს, შენიშვნებითურთ, საკრებულოს თავმჯდომარეს არა უგვიანეს 2 დღის ვადაში წარუდგენს, საკრებულოს მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1591
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები