ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
02 აგვისტო 2021
 

ბათუმის საკრებულოში ინფრასრტუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია განიხილეს. კერძოდ, სხდომაზე განხილული განკარგულების პროექტი ითვალისწინებს ქ. ბათუმში, გონიოს დასახლებაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ 20485, 0 კვ. მ. ფართის ტერიტორიაზე დაბალი ინტენსივობის ორსართულიანი სასტუმრო ფუნქციის მქონე ელიტარული ვილების მშენებლობას. საპროექტო ნაკვეთი წარმოადგენს შპს „გონიო 2020“-ის საკუთრებას და იგი ბათუმის ცენტრიდან 12 კმ-ით არის დაშორებული. განკარგულების პროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიზანია, ქალაქმშენებლობითი პარამეტრების ცვლილება, რაც არსებითად არ აისახება დადგენილი ზონის მოთხოვნებზე, ასევე - ტერიტორიის კეთილმოწყობას და განვითარებას ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნითა და მისი გამართული ფუნქციონერებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. საპროექტო დავალების შესაბამისად, გეგმარებითი ერთეულის მიმდებარედ განსაზღვრულია სკვერისა და საზოგადოებრივი პარკინგის, ტროტუარებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
კომისიის წევრებმა აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ, 3 აგვისტოს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 280
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები