ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
პრეზენტაცია
01 ივლისი 2021
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე დღეს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას - წიგნის „არჩევნების ისტორია აჭარაში“ და ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია“ -  პრეზენტაციას დაესწრნენ. ღონისძიებაზე წიგნის ავტორმა, ირაკლი ირემაძემ  აჭარაში გამართულ პირველ  და მომდევნო წლებში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა. პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა  და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1618
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები