ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა
24 ივნისი 2021
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
კომისიამ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა, ასევე განიხილა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიისა და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულების პროექტები.
სხდომას იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით მახარაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1712
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები