ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
24 ივნისი 2021
 

საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს, სხდომას კომისიის ახალი თავმჯდომარე ელგუჯა ანდრიაძე უძღვებოდა.
კომისიამ 2021 წლის ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილა. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის სოფიო მიქელაძის თქმით, ახალი ცვლილებით ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 628.2 ათასი ლარით იზრდება, ნამატი თანხა მოქალაქეთა ინდივიდუალურ დამხარებას, ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალურ დახმარებას, ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკას, მოწყვლადი და სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფას, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირებას და ა.შ. მოხმარდება.
კომისიის წევრებმა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის შესახებაც იმსჯელეს, კომისიას პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ნაზი ფუტკარაძე დაემატა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 349
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები