ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
დღეს მრავალშვილიან ოჯახებს ბინები საკუთრებაში ოფიციალურად გადაეცათ
23 ივნისი 2021
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს მიერ გასულ თვეში მიღებული სამართლებრივი აქტი სისრულეში მოიყვანა და დღეს 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები საკუთრებაში გადასცა.
ბინების ოფიციალურად გადაცემის ცერემონია მუნიციპალიტეტის შენობაში შედგა და მასში ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე მონაწილეობდნენ.
მერიის პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინები საჩუქრად იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებსაც 6 და მეტი შვილი ჰყავთ.
აღნიშნული ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც არჩილ ჩიქოვანის ინიციატივით მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ბათუმის საკრებულომ ცვლილება შეიტანა. მანამდე, მერიის პროგრამის ფარგლებში, ბინების გადაცემა 7 და მეტ შვილიანი ოჯახებისთვის იყო შესაძლებელი.
ოჯახებს, რომლებმაც პროგრამის კრიტერიუმები დაკმაყოფილეს, საჩუქრად 100-დან 130 კვმ-მდე გარემონტებული საცხოვრებელი ფართი გადაეცათ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1986
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები