ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიების გაერთიანებული სხდომა
26 აპრილი 2021
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიების წევრებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 141,108.1 ათასი ლარი, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ - 142,167.5 ათასი ლარი. ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 154,255.8 ათასი ლარი, ფაქტობრივმა შესრულებამ კი - 140,992.8 ათასი ლარი. ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2020 წლის მარტის თვეში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით შეიზღუდა რიგი ეკონომიკური საქმიანობები, რომელმაც თვის მხრივ შეანელა ეკონომიკური პროცესები და შესაბამისად შემცირდა გადასასახადებიდან და მოსაკრებლებიდან მისაღები შემოსავლები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მოქალაქეთათავის დახმარებისა და შეღავათების გაწევის მიზნით, როგორც სამთავრობო ასევე ადგილობრივ დონეზე შემუშავებულ იქნა რიგი ღონისძიებები, რომელმაც მნიშნელოვანი გავლენა იქონია ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებზე. შემოსულობების მხრივ შემცირდა გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები, სხვა შემოსავლები შემცირდა ეკონომიკური აქტივობის კლების და მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული შეღავთების (მოსაკრებლები, ნებართვები და სხვა შემოსავლები) ხარჯზე. ხოლო გადასახდელების კუთხით პანდემიის პერიოდში ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებულ იქნა, ადმინისტრაციული, კულტურული, სპორტული და სხვა მსგავსი ტიპის ხარჯები, რომელიც მიმართულ იქნა მოწყვლადი სოციალური კატეგორიების ბენეფიციართა დახმარების და ქალაქისათვის მნიშვნელოვანი კაპიტალური/ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2020 წელს პრიორიტეტული იყო ქალაქის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება და მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
სხდომაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის თაობაზე, ასევე, ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული გარემოებების გამო საზოგადოებრივი სივრცის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გაცემასთან და გაცემის შეღავათიანი საფასურის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
კომისიის წევრებმა განიხილეს ქ. ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ ორი საკითხი, რომელთაგანაც ერთი უკავშირდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემას, ხოლო მეორე - მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ბონდი-2009“-ს (ამჟამინდელი მესაკუთრე/უფლებამონაცვლე - შპს „გრანდ მაისონი“) შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას.
სხდომაზე იმსჯელეს იმ ცვლილებებზე, რომელთა შეტანაც იგეგმება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში, ასევე განიხილეს ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით და პარკირების სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის დადგენის შესახებ დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
კომისიების წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს. სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურა ნაკაიძე და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდნენ.
ბათუმის საკრებულოს სხდომა ხვალ, 27 აპრილს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2001
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები