ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა
29 მარტი 2021
 

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, წარმოდგენილ საკითხებს ხვალ, 30 მარტს დეპუტატები საკრებულოს მორიგ სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავენ. საკითხები ქალაქის ტერიტორიაზე, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას, უქციონისა წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრას, საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცებას, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობე¬ბის რეგულირების წესს, საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხას და ა.შ. ეხებოდა.
საკრებულოს წევრებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით მახარაძე უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომა ხვალ, 30 მარტს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1471
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები