ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების კულტურის ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
29 მარტი 2021
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების კულტურის ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.
კომისიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ,,საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერის“ ფარგლებში კონკურსის ჩატარების პირობების შესახებ დებულება განიხილა, რომელიც მოიცავს ფესტივალის განაცხადის ფორმას, შეფასების კრიტერიუმებს, ფინანსურ და პროგრამულ ანგარიშს, რეკომენდაციებს ღონისძიების დაგეგმვის შესახებ, საკვალიფიკაციო შეფასების განმარტებებს და ხელშეკრულების პროექტს. კომისიამ აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნია.
რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, კომისიის წევრებმა განიხილეს კომისიაში შემოსული 5 კორესპონდენცია, მათ შორის: აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების კორესპონდენცია ბათუმში იაშვილის სახელობის საავადმყოფოსთვის ვახტანგ დიასამიძის სახელის მინიჭების თაობაზე; სოროპტიმისტთა კორესპონდენცია ბათუმში ერთ-ერთი ქუჩისთვის ფერიდე აცამბას სახელის მინიჭების თაობაზე; საკრებულოს წევრის, თამაზ სალუქვაძის კორესპონდენცია ბათუმში, კ. გამსახურდიას და ი. აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე სკვერში ჰ. აბაშიძის ბიუსტის განთავსების თაობაზე; სრულიად საქართველოს დიასამიძეთა კორესპონდენცია ბათუმში მაზნიაშვილის N1 ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ბიჭიკო დიასამიძის ბარელიეფის განთავსების თაობაზე; ქობულაძეთა საგვარეულო კავშირის კორესპონდენცია ბათუმში ერთ-ერთი ქუჩისთვის სერგო ქობულაძის სახელის მინიჭების თაობაზე; ქ. ბათუმის სახალხო აკადემიის საინიციატივო ჯგუფის მომართვა ბათუმში ლერმონტოვის ქ. N 21 ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე იური თადუმაძის მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, სოროპტიმისტთა კორესპონდენცია გადაეგზავნება შესაბამის სამთავრობო კომისიას თანხმობის მისაღებად, დაკმაყოფილდა სახალხო აკადემიის, ასევე, სრულიად საქართველოს დიასამიძეთა გვარის კორესპონდენციები, ხოლო სამ კორესპონდენციის საკითხის განხილვა გადაიდო, საკითხის შესწავლის მიზნით.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 64
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები