ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
"ქალთა კვირეული" დასრულდა
09 მარტი 2021
 

   დღეს, ბათუმის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ბოლო ღონისძიება გამართეს. ღონისძიება აჭარის სავაჭრო პალატის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასთან არსებულ "ქალთა ოთახში" გაიმართა. საბჭოს წევრები გაეცნენ ქალთა ოთახის მუშაობის პრინციპს და დაგეგმეს ერთობლივი, სამომავლო პროექტები, ასევე, შეხვდნენ მეწარმე ქალებს, მოისმინეს მათი საჭიროებები და გაცვალეს მოსაზრებები გარკვეულ საკითხებზე.
   ქალთა კვირეულის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ორიდან ცხრა მარტის ჩათვლით მიმდინარებდა ბათუმის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები აქტიურად ჩაერთნენ და არაერთი ღონისძიება განახორციელეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 644
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები