ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიების ერთობლივი სხომდა
25 თებერვალი 2021
 

ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც კომისიების წევრებს ბათუმის მერის საფინანსო სამსახურის უფროსმა ედნარ ნატარიძემ გააცნო. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 6,992.9 ათასი ლარით, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება. ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით.
სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში განკარგვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხთან ერთად, ასევე განიხილეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, გორგასალის ქუჩა N124-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი, იმსჯელეს სახელმწიფო და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის თაობაზე, ასევე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და შპს „ორბი ლუქს პალასი“-ს შორის 2016 წლის 25 ოქტომბერს დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
ბათუმის საკრებულოს სხდომა ხვალ, 26 თებერვალს, 11 საათზე გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1926
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები