ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა მუნიციპალური ორგანიზაციების ახალ ხელმძღვანელებთან
15 თებერვალი 2021
 

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ დღეს მუნიციპალური ორგანიზაციების ახალ ხელმძღვანელებთნ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ახალი ხელმძღვანელი პირები წარუდგინა.

შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, საკრებულოს წევრებმა ახალ ხელმძღვანელ პირებს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და მათთან მჭიდრო თნამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. თავის მხრივ, ორგანიზაციების ხელძღვანელებმა დეპუტატებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებები ახალი წლის შემდეგ განხორციელდა. შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტს“ ლევან ლაზარიაშვილი ჩაუდგა სათავეში, შპს ,,ბათუმის წყალს“- ლევან დავითაძე, ა(აიპ) ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას - თენგიზ აფხაზავა, კულტურის ცენტრს - ირაკლი შაფათავა, ბათუმის სპორტულ ცენტრს - მინდია გოგუაძე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას - თეონა ბერიძე, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს - ჯაბა ბერიძე, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს - ალექსანდრე მჟავანაძე. კადრების შიდა გადანაცვლების შედეგად კი, „სანდასუფთავების“ ხელმძღვანელის პოსტი სულხან ევგენიძემ ჩაიბარა, სოციალური სერვისების სააგენტოს დირექტორად მამუკა შამილიშვილი დაინიშნა, „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორი კი ჯუმბერ კობალაძე გახდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 57
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები