ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა
10 თებერვალი 2021
 

დღეს საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

საბჭოს თავმდომარემ, ნატალია ზოიძემ, კოლეგებს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში გააცნო. სხდომაზე, ასევე დაიგეგმა მარტის თვეში, გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები და სხვა მიმდინარე საკითხები.
საბჭოს წევრების მიერ, დღესვე გაჟღედა სხვადასხვა ინიციატივები, რომლებიც მუნიციპალური პროგრამების სახით, კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით, სამუშაო ჯგუფებში შემუშავდება. სამუშაო ჯგუფები კი საბჭოს წევრებით დაკომპლექტდება.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, საბჭო უახლოეს პერიოდში, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის დასამტკიცებლად შეიკრიბება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1475
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები