ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს გამოკლებული წევრის ლაშა სირაბიძის ადგილმონაცვლის – ვაჟა რამიშვილის უფლებამოსილება ცნეს.
ვაჟა რამიშვილი გახლდათ ბათუმის საკრებულოს 2014-2017 წლის მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოში საქმიანობის პერიოდში ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის განვითარების მუდმივმოქმედ კომისიას. იგი ბათუმის მერიის სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე 2000 წლიდან მუშობს, ბოლო პერიოდში კი იყო ბათუმის „სანდასუთავების“ ადმინისტრაციის თანამშრომელი. ვაჟა რამიშვილი განათლებით იურისტი, სამართალმცოდნეა.