ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომა
19 დეკემბერი 2020
 

დღეს გამართულ საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები და მათი დაფინანსების საკითხები განიხილეს.
ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტიდან განათლების სფეროს დაფინანსებას 15,377.0 ათასი ლარი მოხმარდება, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის სფეროში გასამართ ღონისძიებებზე კი 12,106.4 ლარი დაიხარჯება.
კომისიამ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა და მისი განხილვა 21 დეკემბრის მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1521
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები