ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
19 დეკემბერი 2020
 

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია, დღეს საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე განიხილეს.
მომავალი წლის მუნიციპალური ბიუჯეტით, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას - 15,909.9 ათასი ლარი მოხმარდება.
როგორც სხდომაზე ითქვა, პროგრამები და ქვეპროგრამები ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და ეპიდსიტუაციების მართვის მიართულებით, შემუშავებულია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ავადობის პრევენციის და კომუნალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისათვის იზრდება როგორც ბენეფიციართა რაოდენობა 4500- მდე, ასევე რაოდენობაც. კერძოდ: მედიკამენტების 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ ისინი, რომელთა ოჯახში არის ორი შშმ პირი,ორი ვეტერანი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირი/ ვეტერანი, შშმ პირი / ვეტერანი.
საკრებულოს დეპუტატების მხდრიდან ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ სამომავლოდ, პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, შეიქმნას პოსტვირუსული რეაბილიტაციის პროგრამა, რადგან, როგორც ცნობილია COVID-19 ჯანმრთელობის მხრივ, გარკვეულ გართულებებს ტოვებს.
კომისიამ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტს, მხარი დაუჭირა და მისი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.
კომისიის მუშაობას საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის პროგრამების ხელმძღვანელი და მერიის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 70
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები