ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა
19 დეკემბერი 2020
 

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია, დღეს საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას 68 879 200 ლარი მოხმარდება, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას - 15 807 000 ლარი, სატრანსპორტო სისტემისა სერვისის განვითარებას - 8 287 000 ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს - 3 497 600 ლარი, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას - 560 000 ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას - 1 942 800 ლარი, ქალაქის კეთილმოწყობას - 979 300 ლარი, ქალაქის დასუფთავებას, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას - 19 642 100 ლარი.
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ, საკრებულოს მორიგ სხდომაზე, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 329
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები