ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
19 დეკემბერი 2020
 

ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია საკრებულოში უკვე შემოვიდა, ამჟამად პროექტის განხილვა კომისიებში მიმდინარეობს.
დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი შეადგენს 151 000.0 ათას ლარს, ნაცვლად 150,100.0 ლარისა.
900.0 ათასი ლარი ბიუჯეტის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი სახით დაემატა, რომელიც ძირიათადად მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოცილურ პროგრამებს მოხმარდება.
როგორც სხდომაზე ითქვა, პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად პრიორიტეტების მიხედვით ასიგნებები გადანაწილდა შემდეგნაირად:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 68,226.7 ათასი ლარი;
- ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 20,432.1 ათასი ლარი;
- განათლება - 15,377.0 ათასი ლარი;
- კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 12,106.4 ათასი ლარი;
- ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 15,909.9 ათასი ლარი;
- ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 1,260.0 ათასი ლარი;
- მუნიციპალური სერვისების განვითარება - 6,054.7 ათასი ლარი.
კომისიის წევრებმა, წარმოდგენილ საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი და მისი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომელიც 21 დეკემებრს გაიმართება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1724
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები