ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანია დასრულდა
10 დეკემბერი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია საბჭოს წევრებთან შეხვედრით დაასრულა. შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამეს, პოპულარიზაცია გაუწიეს კამპანიის სიმბოლოს - ნარინჯისფერ ბაფთებს და კიდევ ერთხელ, მოუწოდეს საზოგადოებას ერთად დადგნენ ძალადობის წინააღმდეგ.
მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ნატალია ზოიძის განცხადებით, საბჭომ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად არაერთი ღონისძიება განახორციელა. მათ შორის, საბჭოს ოფიციალურ გვერდზე განათავსა ინფორმაცია კამპანიის დაწყების შესახებ. საბჭოს წევრებთან ერთად ონლაინ რეჟიმში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების გამომძიებელთან.
მოგეხსენებათ, ბათუმის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაში 22 წევრია. აქედან, 11 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია. ამიტომ „ერთად ძალადობის წინააღმდეგ“ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩაიწერა ერთობლივი ვიდეომიმართვები: „სმენის არმქონე/პრობლემების მქონე ბავშვთა და მშობელთა უფლებების დაცვის წარმომადგენელ“ - პალინა ჯაღატაშვილსა და ბათუმის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარის ნატალია ზოიძის მონაწილეობით; ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის "ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის" დამფუძნებლის, იურისტის რამინ მაჭარაშვილის ჩართულობით.
ქალთა უფლებების დაცვის მიზნით ვიდეომიმართვები გაავრცელეს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ნერიმან ცინცაძემ, ნატალია ძიძიგურმა და დიმიტრი ჭეიშვილმა.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი 16-დღიანი კამპანიის პერიოდი ხაზგასმით მოიცავს მნიშვნელოვან თარიღებს:
- უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღეს (29 ნოემბერი),
- შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს (1 დეკემბერი),
- მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღეს (6 დეკემბერი)
- ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს (10 დეკემბერი).
აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით, საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით, ბათუმის გენდერული თანასწორობის საბჭო ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/genderi.genderi.3 აქტიურად აქვეყნებდა ინფორმაციებს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1613
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები