ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია
10 დეკემბერი 2020
 

დღეს საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულების პროექტზე იმსჯელეს.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძის განცხადებით, „მუნიციპალურ პროგრამაში „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ შედის ცვლილებები. წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია განისაზღვროს კონკრეტულად სულადობის მიხედვით ბინების განაწილების კრიტერიუმი, კერძოდ დგინდება, რომ შერჩეული ოჯახებისათვის ბინების გადაცემა მოხდეს შემდეგი წესით: 1 და 2 სულიანი ოჯახისათვის ერთ ოთახიანი ბინა, 3 და 4 სულიანი ოჯახისათვის ორ ოთახიანი ბინა, ხოლო 5 და მეტსულიანი ოჯახისათვის სამ ოთახიანი ბინა. შერჩეულ ოჯახს ხელმისაწვდომი საცხოვრისი გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ იგი სხვა კრიტერიუმებთან ერთად აკმაყოფილებს კონკრეტული ბინისათვის ყოველთვიური შენატანის კუთხით დადგენილ კრიტერიუმს. ასევე დგინდება, რომ ოჯახს შესაძლებელია გადაეცეს სხვა სულადობისათვის განსაზღვრული ბინა იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომი საცხოვრისის საბოლოო განაწილების შედეგად დარჩება გაუნაწილებელი ბინა და ოჯახი სრულად აკმაყოფილებს სხვა სულადობისათვის განსაზღვრული დადგენილ მოთხოვნებს/კრიტერიუმებს, გარდა ოჯახების სულადობისა.
მუნიციპალურ პროგარამაში წარმოდგენილ ცვლილებებს კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი და მისი განხილვა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.

 

 

 

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1764
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები