ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გენდერი საჯარო სამსახურში
07 დეკემბერი 2020
 

ბათუმის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, დღეს საჯარო მოხელეთა ფორუმს- "გენდერი საჯარო სამსახურში" დაესწრნენ.

საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, დაფუძნდა საჯარო მოხელეთა ფორუმი, რომლის ფარგლებშიც, ტარდება თემატური შეხვედრები საჯარო სამსახურში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.
ამჯერად, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, მიმდინარეობს 16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.
სწორედ, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, გაიმართა რიგით მეორე მოხელეთა ფორუმი თემაზე - „გენდერი საჯარო სამსახურში“, რომელიც
ZOOM-ის ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით განხორციელდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1659
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები