ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საინფორმაციო შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
02 დეკემბერი 2020
 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ბათუმის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ზუმის პლათფორმის მეშვეობით საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საინფორმაციო შეხვედრა, აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექციების განყოფილების უბნის გამომძიებელთან, ნანა ხალითბასთან გაიმართა. როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბოლო წლებში ძალადობის მსხვერპლთათვის შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები, დაიხვეწა კანონმდებლობა და გაძლიერდა ინსტიტუციური მექანიზმები. თუმცა, მიუხედავად ამისა, პრობლემა კვლავ აქტუალურია, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები. სწორედ ეს საკითხები და უკვე არსებული გამოწვევები იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და დაისახა სამომავლო გეგმები, როგორც ბათუმის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ზოიძემ განაცხადა, არსებული ეპიდემიოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ბათუმის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭო აქტივობებს ონლაინრეჟიმში კვლავ გააგრძელებს, რათა უკეთ მოხდეს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1504
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები