ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
26 ნოემბერი 2020
 

დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 5 საკითხზე იმსჯელეს.

კომისიის წევრებმა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტი განიხილეს. პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს უნდა მიეცეს თანხმობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე მდებარე 2101,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 05.23.03.015) მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით N1 (შადრევნი), მოვლაპატრონობის მიზნით სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის არსებობის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე.
დღესვე სხდომაზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის N34 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზეც იმსჯელეს.
ასევე განიხილეს, მიწის ნაკვეთის მონაცვლეობასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემის ეხებოდა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხორციელდება ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩის მშენებლობის (რეკონსტრუქციის) სამუშაოები. იაშვილის ქუჩიდან ერისთავის ქუჩამდე ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩის გაფართოებისათვის საჭირო ხდება შპს „ბბ ბალავარი“-ს საკუთრებაში არსებული, 340,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან ალექსანდრე ჩხაიძის (ყოფილი პარიზის კომუნის) ქუჩის მომიჯნავე ნაწილის, 72,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოყენება. შპს „ბბ ბალავარი“-ს მიერ განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული 340,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.24.105) გაყოფა და იგი დარეგისტრირდა ორ საკადასტრო ერთეულად: №05.29.24.106 - 268,0 კვ.მ. და №05.29.24.107 - ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩის გაფართოებისათვის საჭირო 72,0 კვ.მ.
დღესვე, კომისიის წევრებმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ განკარგულება განიხილეს. რომლის მიხედვით, უნდა მოხდეს უსასყიდლოდ, პოზიტიური პირობით, საკუთრების უფლებით გადაცემული 73,70 კვ.მ. ფართის მონაცვლეობა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. №25-ში მდებარე 50,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან (ს/კ 05.21.28.005) იმ პირობით, რომ დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით განსაზღვრულ, უძრავი ქონების საპრივატიზებო ღირებულებებს შორის სხვაობა შპს „პიაცა ჰლდინგი“-ს მიერ აუნაზღაურდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თვითონ წყვეტს ქ. ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. №25-ში მდებარე 50,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.21.28.005) შპს „პიაცა ჰლდინგი“-ზე სარგებლობაში გადაცემის საკითხს.“
საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც მიმოიხილეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1565
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები