ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოში ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა
24 ნოემბერი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა. დღეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების მიერ შემუშავებული შენიშვნები და რეკომენდაციები განიხილეს.

როგორც სხდომაზე ითქვა, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გლობალური პანდემიით (COVID-19) გამოწვეულმა ეკონომიკური განვითარების ტენდენციებმა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა როგორც საგადასახადო და ასევე სხვა შემოსულობების ნაწილი. პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვეველი მდგომარეობა მნიშვნელოვნად ართულებს შემდგომი წლის ბიუჯეტის შემოსავლების ზუსტ პროგნოზირებას, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებული იქნება ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებზე და პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე ეკონომიკურ აქტივობაზე.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 150 100,0 ათას ლარს.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფას 2021 წელს ჯამში 15 572 200 ლარს მოახმარს. პროგრამები და ქვეპროგრამები ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სანიტარული ზედამხედველობის და ეპიდსიტუაციების მართვის მიმართულებით შემუშავებულია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ავადობის პრევენციის, ჯანმრთელობის დაცვისა და კომუნალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
მომავალ წელს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას 68 879 200 ლარი მოხმარდება, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას - 15 807 000 ლარი, სატრანსპორტო სისტემისა სერვისის განვითარებას - 8 287 000 ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს - 3 497 600 ლარი, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას - 560 000 ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას - 1 942 800 ლარი, ქალაქის კეთილმოწყობას - 979 300 ლარი, ქალაქის დასუფთავებას, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას - 19 642 100 ლარი. ხოლო, ქალაქის ბიუჯეტიდან განათლების სფეროს დაფინანსებას 15 166 200 ლარი მოხმარდება, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის სფეროში გასამართ ღონისძიებებზე კი 11 892 400 ლარი დაიხარჯება.
ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში 15 ნოემბერს შემოვიდა, რომელიც საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების სხდომებზე განიხილეს. კომისიების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებითა და შენიშვნებით პროექტი არა უგვიანეს 25 ნოემბრისა უკან დაუბრუნდება ბათუმის მერს. ბათუმის მერი კი ვალდებულია ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს არა უგვიანეს 10 დეკემბრისა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1874
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები